Sunday, November 24, 2013
ტრენინგების I დღე
ტრენინგი დაიწყო ჩვეულებრივ ტრენინგ-კურსის გაცნობით. ტრენინგები მოიცავს ცხრა რვა მოდულს:
მოდული 1-პროექტებით სწავლება;
მოდული 2 -სასწავლო პროექტის დაგეგმვა;
მოდული 3 - კავშირები;
მოდული 4 - სასწავლი ნიმუშის შექმნა;
მოდული 5 - მოსწავლეთა პროექტებით შეფასება;
მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის;
მოდული 7 - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით;
მოდული 8 - სასწავლო პროექტის პორტფოილიოს ჩვენება.
დღევანდელი დღე დაეთმო ზოგადად კურსის გაცნობას. შევქმენით პორტფოლიო, რომელშიც განვათავსეთ ძირითადი რესურსები რომელიც საჭიროა პროექტის მსვლელობის დროს. ესენია: კურსის რესურსები-21 საუკუნის უნარები; პორტფოლიოს ჩექლისტი; პორტფოლიოს რუბრიკები; ასევევ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი; და პროექტის მახასიათებლების ჩექლისტი. ტრენინგის მსვლელობის დროს მოვნიშნეთ ჩვენთვის საინტერესო უნარები, ანუ თუ რომელი უნარები განვიტარებას უნდა შეუწყოთ ხელი მოსწავლეებში პროექტზე მუშაობის დროს. ყოველი მასალა თუ ინფორმაცია რომალსაც გამოვიყენებთ პროექტის მუშაობის დროს უნდა შევაფასოტ პორტფოლიოს ჩექლისტით და სეფასების დროს ვიყენებთ პორტფოლიოს რუბრიკებს. ასევე გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. დავათვალიერეთ ერთ-ერთი ნიმუში პროექტის და განვიხილეთ, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროექტის თემის თუ მუშაობის დაგეგმვაში.
შემდეგი ტრენინგისათვის უნდა მოვიფიქროთ თემა თუ რაზე დავწერთ პროექტს.
Subscribe to:
Posts (Atom)