Wednesday, March 5, 2014

3 მარტი - დედების დღე

4 მარტისათვის გადავწყვიტეთ ჩემს სადამრიგებლო კლასთან ერთად (XI კლასი) დედებისათვის მოგვეწყო სიურპრიზი. დავიბარეთ მშობლები ვითომ "აუცილებელი საქმის" გამო. წინა დღეებში შევკრიბეთ დედების ფოტოები,და ჩემი დახმარებით გავაკეთეთ ვიდეო. და დედებს ასეთი ლამაზი სიურპრიზი დავახვედრეთ: ყველა მოსწავლე იების პატარა კონით და ანთებული ფეირვერკით შევხვდით "საქმეზე" მოსულ მშობლებს, რის შემდეგაც ვაჩვენეთ ვიდეო. იყო ცრემლებიც, და დიდი სიხარულით, ამით გვონდოდა გვეჩვენებინა რომ ასეთი თბილი და კარგი შვილები ყავთ და სკოლაშ მხოლოდ "სასაყვედუროდ" არ ვიბარებთ მშობლებს. (თუმცა მე არასოდეს ვსაყვედურობ ხოლმე მათ, მარა მაინც...)

Sunday, December 22, 2013

მე - 9 დღის რეფლექსია

მე 9 დღე საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეთათვის. თითოეულმა მათგანმა მოახდინა საკუთარი ბლოგის და პორტფოლიოს პრეზენტაცია. პრეზენტაციას შემდეგ მონაწილე ასახელებდა სამ ძირითად საკითხს რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის მუშაობის პროცესში. შემდეგ კოლეგები (უმჯობესი იყო კათედრიდან) უსვავდნენ შეკითხვას ან აძლევდნენ რჩევას, რომელსაც საკმაოდ პოზიტიური ხასიათი ქონდა. ბოლოს ტრენერი ქალბატონი ლალი აკეთებდა ერთ კომენტარს. პრეზენტაციების დროს საკმადო ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი კომენტარი მოვისმინე რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.
რაც შეეხება ჩემს პრეზენტაციას. პრეზენტაციის დროს დავასახელე სამი ძირითადი საკითხი: 1-პროექტის იდეა რომელიც მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე დაიბადა. ჩავატარე გამოკითხვა თუ რომელ ცნობილ ინგლისელ ადამინზე სურდათ გაეგოთ უფრო მეტი და შევთავაზე ჩარლზ დიკენსი; შექსპირი და ჩარლი ჩაპლინი. (მე ვფიქრობ რაც უფრო ახლოს არის თემა მოსწავლეტა ინტერესებთან მით საინტერესო და სედეგიანია მუსაობა) 2-მოსწავლის როლში ყოფნა. 3-თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მაგ: თუ როგორი ვიდეო რგოლი შემექმნა და მუშაობის პროცესში უფრო მეტი უნარები შევიძინე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების. ასევე ავღნიშნე თუ რას გამოვასწორებდი: მე ვფიქრობ რომ პორტფოლიო და პროექტის გეგმა არ არის დახვეწილი და ეს იყო ჩემი პორტფოილიოს სუსტი მხარე.
ძალიან მომეწონა კოლეგების და ტრენერის რჩევა კითხვარების შედგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. მე პროექტის გეგმაში არ მაქვს გაწერილი პროექტამდე მუშაობის გეგმა და ასევე კითხვარები და კითვარების შეფასების რუბრიკები და თავად კითხვარები არ არის სრულყოფილი. ჩემი კოლეგების აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის და აუცილებელი პირობა თანმაშრომლობის და კოლეგიალობის. ამისათვის მათ დიდი მადლობა.
სიყვარულით
თეა

Saturday, December 21, 2013

მე -8 დღის რეფლექსია

ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
ტრენინგის მე-8 დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო მონაწილეთათვის.  ვიმუშავეთ ძირითადად მე-7 მოდულზე "ფასილიტაციის ტექნოლოგიები". მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. 
შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ და შევინახეთ ასევე ჩვენს პორტფოლიოში.
როგორც ვიცით მოსწავლეზე ორიენტირებულ, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებისას მასწავლებლისა და მოსწავლის როლები განსხვავდება. ვინაიდან მასწავლებლებს ნაკლები დრო ეხარჯებათ ინფორმაციის გადაცემაზე, ამიტომ მეტი ორგანიზებულობა და შემოქმედებითობა მოეთხოვებათ, რათა დარწმუნდნენ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებლები უსმენენ მოსწავლეებს, აკვირდებიან მათ მუშაობასა და სასწავლო პროცესის შესაბამისობას მიზნებთან.
ფასილიტაციის რესურსების შემუშავებისათვის ჩამოვტვირთე პრეზენტაციის და პუბლიკაციის ნიმუშები რომლებიც განთავისებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები. რომლების ჩავსვით ჩვენს პორტფოლიოს პრეზენტაციაში.
 დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. გადავხედეთ პოტფოლიოს და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე როგორც მთავარ გვერდზე  ასევე   გაჯეტებში. 


მე-7 მოდული

       

პორტფოლიო

Saturday, December 14, 2013

მე-5 მოდულის რეფლექსია

მე-5 მოდული საკმაოდ ნაყოფიერი იყო ტრენინგის მონაწილეთათვის, ისევე როგორც დანარჩენი მოდულები. გავაუმჯობესეთ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ ჩვევები როგორიცაა პრეზენტაიცაზე მუშაობა, ცხრილებში მუშაობა. ტექსტების რედაქტირება რას ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მასწავლებლისათვის რომელთაც დიდი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია მოსწავლის უმნიშვნელოვანესი უნარების განვითარებისათვის რასაც 21 საუკუნის უნარ ჩვევები ქვია. 
ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის ნებისმიერი სამუშაოს შეფასება/თვითშეფასება რისთვისაც ასევე ძალიანმნიშვნელოვანია კონკრეტული შეფასების რუბრიკების შედგენა. ეს ხელს უწყობს როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებელს დაკვირვების საფუძველზე შეაფასონ ნამუშევარი რაც ასევე დაეხმარება მათ თუ რამ იმუშავა კარგად, სად ქონდათ პრობლემა ან სად/რა უნარ ჩვევები უნდა გააუმჯობესონ. 
 მე-5 მოდულში გავეცანით, თუ როგორ შეიძლება შევქნმათ და გამვიყენოთ რუბრიკები  ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის,ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასებების გეგმა და გამოივყენეთ პროექტების შეფასების ფორმები ინტელის საგანმანათლებლო სახელმძღვანელოდან, ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასების შესაქმნელად. ასევე შევისწავლეთ თუ როგორ ჩავსვათ ჩვენი შეფესაების რუბრიკების ფაილები პრეზენტაციაში. ასევე ჩვენს პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ  შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე და საბაზისო უნარ-ჩვევებზე. 


Friday, December 13, 2013

მე 4 მოდულის რეფლექსია

როგორც ვიცით თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებაში. ამიტომ მე 4 მოდული საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლებისათვის, რომელთაც დიდი როლი აკისრიათ  ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარებას. მე 4 მოდულში შევისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის/ვიდეოს სახით.
 ასევე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის?
საკმაოდ საინტერესო იყო მოსწავლის როლში ყოფნა.თემებში პროექტის მეთოდის გამოყენება გვეხმარება გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები.  აღნიშნული პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში. ასევე ტექნოილოგიების გამოყენება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში უკეთ გაიაზრონ და გაიგონ თემა მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით. ძიების პროცესში ისინი მრავალფეროვან მასალებს მოიძიებენ და საბოლოოდ თავად გადაწყეტენ თუ რომელი ინფორმაცია/მასალა უკეთესია თემისათვის.