Friday, December 13, 2013

მე 4 მოდულის რეფლექსია

როგორც ვიცით თანამედროვე ტექნოლოგიების როლი ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნის უნარ ჩვევების განვითარებაში. ამიტომ მე 4 მოდული საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მასწავლებლებისათვის, რომელთაც დიდი როლი აკისრიათ  ხელი შეუწყონ მოსწავლეებში აღნიშნული უნარების განვითარებას. მე 4 მოდულში შევისწავლეთ თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს; განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება. ასევე, დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პრეზენტაციის/ვიდეოს სახით.
 ასევე განვიხილეთ თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის?
საკმაოდ საინტერესო იყო მოსწავლის როლში ყოფნა.თემებში პროექტის მეთოდის გამოყენება გვეხმარება გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები.  აღნიშნული პროექტები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარება მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სწავლის პროცესში. ასევე ტექნოილოგიების გამოყენება მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მოსწავლეებში უკეთ გაიაზრონ და გაიგონ თემა მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით. ძიების პროცესში ისინი მრავალფეროვან მასალებს მოიძიებენ და საბოლოოდ თავად გადაწყეტენ თუ რომელი ინფორმაცია/მასალა უკეთესია თემისათვის.

1 comment:

  1. ძვირფსო თეა
    შენი რეფლექსია ყოველთვის სრულყოფილი და ამომწურავია.ის ყოველთვის იძლევა სრული სამუშაო დღის სურათს.მადლობა ამისთვის შენ.

    ReplyDelete