ტრენინგის მე-8 დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო მონაწილეთათვის. ვიმუშავეთ ძირითადად მე-7 მოდულზე "ფასილიტაციის ტექნოლოგიები". მოცემულ მოდულში განვიხილეთ, როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ და შევინახეთ ასევე ჩვენს პორტფოლიოში.
როგორც ვიცით მოსწავლეზე ორიენტირებულ, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებისას მასწავლებლისა და მოსწავლის როლები განსხვავდება. ვინაიდან მასწავლებლებს ნაკლები დრო ეხარჯებათ ინფორმაციის გადაცემაზე, ამიტომ მეტი ორგანიზებულობა და შემოქმედებითობა მოეთხოვებათ, რათა დარწმუნდნენ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებლები უსმენენ მოსწავლეებს, აკვირდებიან მათ მუშაობასა და სასწავლო პროცესის შესაბამისობას მიზნებთან.
ფასილიტაციის რესურსების შემუშავებისათვის ჩამოვტვირთე პრეზენტაციის და პუბლიკაციის ნიმუშები რომლებიც განთავისებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები. რომლების ჩავსვით ჩვენს პორტფოლიოს პრეზენტაციაში.
დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. გადავხედეთ პოტფოლიოს და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე როგორც მთავარ გვერდზე ასევე გაჯეტებში.
დ
No comments:
Post a Comment