მე 9 დღე საკმაოდ საინტერესო იყო მონაწილეთათვის. თითოეულმა მათგანმა მოახდინა საკუთარი ბლოგის და პორტფოლიოს პრეზენტაცია. პრეზენტაციას შემდეგ მონაწილე ასახელებდა სამ ძირითად საკითხს რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის მუშაობის პროცესში. შემდეგ კოლეგები (უმჯობესი იყო კათედრიდან) უსვავდნენ შეკითხვას ან აძლევდნენ რჩევას, რომელსაც საკმაოდ პოზიტიური ხასიათი ქონდა. ბოლოს ტრენერი ქალბატონი ლალი აკეთებდა ერთ კომენტარს. პრეზენტაციების დროს საკმადო ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი კომენტარი მოვისმინე რაც ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.
რაც შეეხება ჩემს პრეზენტაციას. პრეზენტაციის დროს დავასახელე სამი ძირითადი საკითხი: 1-პროექტის იდეა რომელიც მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე დაიბადა. ჩავატარე გამოკითხვა თუ რომელ ცნობილ ინგლისელ ადამინზე სურდათ გაეგოთ უფრო მეტი და შევთავაზე ჩარლზ დიკენსი; შექსპირი და ჩარლი ჩაპლინი. (მე ვფიქრობ რაც უფრო ახლოს არის თემა მოსწავლეტა ინტერესებთან მით საინტერესო და სედეგიანია მუსაობა) 2-მოსწავლის როლში ყოფნა. 3-თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მაგ: თუ როგორი ვიდეო რგოლი შემექმნა და მუშაობის პროცესში უფრო მეტი უნარები შევიძინე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების. ასევე ავღნიშნე თუ რას გამოვასწორებდი: მე ვფიქრობ რომ პორტფოლიო და პროექტის გეგმა არ არის დახვეწილი და ეს იყო ჩემი პორტფოილიოს სუსტი მხარე.
ძალიან მომეწონა კოლეგების და ტრენერის რჩევა კითხვარების შედგენასა და გამოყენებასთან დაკავშირებით. მე პროექტის გეგმაში არ მაქვს გაწერილი პროექტამდე მუშაობის გეგმა და ასევე კითხვარები და კითვარების შეფასების რუბრიკები და თავად კითხვარები არ არის სრულყოფილი. ჩემი კოლეგების აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის და აუცილებელი პირობა თანმაშრომლობის და კოლეგიალობის. ამისათვის მათ დიდი მადლობა.
სიყვარულით
თეა
No comments:
Post a Comment